სად შევიძინოთ?
ბავშვის კბილების ამოსვლა

კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული ფაქტები

ზოგიერთ ბავშვში პირველი კბილები ყოველგვარი მინიშნების გარეშე ამოდის, თუმცა ზოგისთვის ეს ხანგრძლივი პროცესია დისკომფორტისა და სხვა სიმპტომების თანხლებით.

 

ბავშვი დედასთან და მამასთან ერთად

პირველი კბილი, როგორც წესი, ამოდის 4 - 6 თვის ასაკში

თქვენს ბავშვს კბილები სანამ დაიბადებოდა იქამდეც ჰქონდა. ისინი უბრალოდ ყბაში იყო ჩამალული. დაახლოებით 4-დან 6 თვის ასაკამდე, კბილების ეს პაწაწინა ჩანასახები ვითარდება (ყალიბდება) როგორც სარძევე კბილები. ღრძილების ქვეშ, რომელიც ჯერ კიდევ იცავს მათ.

4 - 12 თვის ასაკში პირველი კბილი ამოჭრის ღრძილებს.

ორივე, კბილების ამოსვლის დრო და თანმიმდევრობა, შეიძლება განსხვავდებოდეს რამდენიმე თვით სხვადასხვა ბავშვში.

ზედა და ქვედა კბილების სქემატური ნახატი

არ არსებობს კბილების ამოსვლის ზუსტი წესი და დრო, არის მხოლოდ გარკვეული ვადების დიაპაზონი

პირველი კბილის ამოჭრა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად აღიქმება მშობლების მიერ და ამავდროულად, ეს პროცესი შესაძლოა რთული და შემაწუხებელი იყოს როგორც ბავშვისთვის, ისე - მშობლებისთვისაც. 

კბილების ახლო მომავალში ამოსვლას გვამცნობს, გარკვეული მინიშნებები:

  • ბავშვი განიცდის ტკივილს, ღძილის ლორწოვანი, რომელიც კბილს ფარავს, გაღიზიანებულია (გაწითლებული და შესიებულია);
  • ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე და გაღიზიანებულია, ღამე ცუდად სძინავს, უფრო ბევრს ტირის და შედარებით ნაკლებს ჭამს;
  • ბავშვი გამუდმებით პირში იდებს რამდენიმე თითს ან სათამაშოს დასაღეჭად. ნერწყვის გამომუშავება და დენა მნიშვნელოვნად გაძლიერებულია. ზოგს გამონაყარი უჩნდება პირის გარშემო;
  • ბავშვს შესაძლოა დაეკარგოს მადა და დაიწყოს ყურის სრესა იმ მხარეს, სადაც კბილი ამოდის.