ბავშვის კბილების ამოსვლა

სპეციალური პირობები ჩემი ბავშვისთვის

ზოგიერთ ბავშვს საერთოდ არ აღენიშნება ტკივილი, დანარჩენებისთვის კი კბილების ამოსვლა სტრესული და მტკივნეული პროცესია.

ბავშვი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი რგოლით

ის სტრესულია მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით, თუ პირველი ბავშვია და არ იციან რას ელოდონ, როგორ ამოიცნონ კბილის ამოჭრის ნიშნები და როგორ მოუხსნან პატარას დისკომფორტი.

კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორც წესი, იკლებს ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად. პირველი საჭრელი კბილების ამოჭრის ნიშნები უფრო თვალსაჩინოა.

ადრე კბილების ამოჭრას ბრალდებოდა ბავშვის სხვადასხვა ავადობა. ზოგ მშობელს დღემდე სჯერა, რომ კბილების ამოჭრა იწვევს სიცხეს, სურდოს, დიარეასა და ღებინებას. ზოგი ექიმიც სისტემურ სიმპტომებს კბილების ამოჭრას უკავშირებს, თუმცა ობსერვაციული კვლევები ბავშვების დიდ რაოდენობაზე არ ადასტურებს ამ კავშირს.

კვლევები გვიჩვენებს, რომ სიმპტომების უმეტესობა (სიცხე, პირღებინება, დიარეა, მადის დაკარგვა და ხველა) გამოწვეულია სხვა მიზეზებით, მაგ. ინფექციებით, რომლებიც ამ ასაკში საკმაოდ ხშირია და კბილების ამოჭრასთან ერთად გაჩნდა.

როგორც წესი, სარძევე კბილების ამოჭრის პროცესი არ უნდა იყოს ასოცირებული ძლიერ ტკივილთან. განვითარების ამ ეტაპზე ბავშვებს შესაძლოა შესიებული, გაღიზიანებული ღრძილებით გამოწვეული დისკომფორტი ქონდეთ და მათ ჩვეულებრივზე უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.

ამ განსაკუთრებულ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს მეტი ყურადღების დათმობით და სიყვარულის გამოხატვით. ასევე, დამატებით, არსებობს რადენიმე გზა ტკვილის და დისკომფორტის შესამსუბუქებლად.