ბავშვის კბილების ამოსვლა

შემოგარსვა თუ ტკივილგამაყუჩებელი?

ანალგეზიური და ანესთეზიური საშუალებები მედიკამენტებია, რომლებსაც ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ.

ანაფტინი® ბეიბი  კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელით კბილის ამოჭრის ადგილის დაფარვა

ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი ამცირებს დისკომფორტს

ხელმისაწვდომია ადგილობრივი გამოყენების გელები და სითხეები, რომლებიც შეიცავს საანესთეზიო საშუალებებს და ანალგეტიკებს. თუმცა, მათი გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, ვინაიდან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ანესთეტიკები გელიდან შეიწოვება ლორწოვანიდან და სწრაფად გადადის სისტემურ ცირკულაციაში, რაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მისი დიდი რაოდენობით ან ხშირად გამოყენებისას. ადგილობრივი მოქმედების პროდუქტების შემცველი ზოგიერთი ანალგეტიკის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების ქიმიური დამწვრობა. 

აშშ-ს სამკურნალო საშუალებების ფედერალურმა სამმართველომ აკრძალა ლიდოკაინის გელების ურეცეპტო გაყიდვა 2014 წელს.

უსაფრთხოების მონაცემების განხილვის შემდეგ, მათი გაყიდვა განსაკუთრებული რეჟიმითაა დიდ ბრიტანეთში და არ არის რეკომენდებული კბილების ამოჭრისას არსებული ტკივილისა და დისკომფორტის მოსახსნელად.

ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი არ შეიცავს ანალგეტიკებს, საანესთეზიო საშუალებებსა თუ ალკოჰოლს. აღნიშნული გელის სპეციალური კომპონენტები სწრაფად ქმნიან დამცავ აპკს. აღნიშნული აპკი ეკვრის გაწითლებულ ღრძილს, ამშვიდებს მას და ასე აღწევს ტკივილის ეფექტურ შემსუბუქებას. სპეციალურად შექმნილი აპლიკატორი პირდაპირი და ჰიგიენური აპლიკაციის საშუალებას იძლევა. სილიკონის რბილი ჯაგრისი სათუთად უკეთებს მასაჟს ღრძილებს. ეს ტკივილისა და დისკომფორტის დამატებით შემსუბუქებას უზრუნველყოფს.

პარაცეტამოლი შეიძლება ეფექტიანი იყოს თუ თქვენს ბავშვს აქვს ცხელება, ვინაიდან პარაცეტამოლი ამცირებს როგორც ტკივილს, ისე-ტემპერატურას. მიუხედავად ამისა, პარაცეტამოლის მიცემამდე უმჯობესია დაუკავშირდეთ მკურნალ პედიატრს, რადგან ცხელება შეიძლება კბილების ამოჭრით არ იყოს გამოწვეული და ამის მიზეზი შეიძლება ინფექციაც იყოს.  

ბავშვი, რომელსაც ამოეჭრა პირველი კბილი

ანაფტინი® ბეიბი კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი გელი სპეციალურად შემუშავდა კბილების ამოსვლისას განვითარებული დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად. მისი ინგრედიენტები ხელს უწყობს ტკივილისა და სიწითლის შემცირებას მტკივან ადგილებში და გვრის ეფექტურ შვებას უსიამოვნო სიმპტომებისგან.