სად შევიძინოთ?
ბავშვის კბილების ამოსვლა

ბავშვისთვის ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქება

არსებობს ხშირად გამოყენებადი მრავალი საშუალება კბილების ამოჭრის პროცესის შესამსუბუქებლად და დისკომფორტის შესამცირებლად.

მტირალი ბავშვი

ბავშვები კბილის ამოსვლისას ჩვეულებრივზე უფრო მეტად მტირალები არიან.

კბილების ამოჭრისას გამოსაყენებელი ბევრი საშუალება მოიხმარება ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი ექთნების, მეგობრების, სხვა დედებისა და დამხმარე წიგნების რეკომენდაციების საფუძველზე. 

ისტორიულად ბევრი კლინიკური დაუდასტურებელი საშუალება გამოიყენებოდა კბილების ამოჭრის დროს, მგალითად, ბავშვისთვის საკბენად (პლასტმასის) რგოლის მიცემა. ტკივილის დროებით გაყუჩებას უზრუნველყოფს წნევა, რომელიც წარმოიქმნება რგოლის დაღეჭვით. კბილის რგოლის გამოყენებისას, მოერიდეთ სითხით ავსებული რგოლების გამოყენებას, ვინაიდან მასში შემავალმა შიგთავსმა შეიძლება გამოჟონოს. 

ბევრი ჩვილი ტკივილის გაყუჩებას აღწევს პურის ქერქისა და ორცხობილის ღეჭვით. ზოგიერთი მშობელი იყენებს გაყინულ პურს ან გაყინულ ხილსა და ბოსტნეულს, მაგ. გაგრილებულ კანგაცლილ კიტრს. გამაგრილებელი ეფექტის გარდა, აღნიშნული მეთოდის ძირითადი ეფექტი არის წნევა, რომელიც დროებით ამსუბუქებს ტკივილს. იგივე ხდება, როდესაც მშობელი დაუზელს ჩვილს ღრძილებს სუფთა თითით.

ანაფტინი® ბეიბის სპეციალურად შემუშავებული სილიკონის რბილი აპლიკატორი მსგავს ეფექტს ახდენს, გელი კი დაზიანებული უბნის დაფარვით ტკივილს ამსუბუქებს და გაღიზიანებულ ღრძილებს ამშვიდებს.

ზოგი მშობელი კბილების ამოჭრის პროცესის შესამსუბუქებლად მიმართავს ისეთ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს, როგორიცაა ანალგეტიკები ან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები.

გელით დაზიანებული უბნის დაფარვა შეიძლება ერთი-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი იყოს კბილების ამოჭრით შეწუხებული ბავშვის დასამშვიდებლად.

კბილების ამოჭრის დროს მომატებული ნერწყვდენის გამო, თქვენი ბავშვის კისრისა და გულმკერდის გარკვეული ნაწილები ხშირად სველდება, რაც იწვევს კანის გაღიზიანებასა და გაწითლებას. სპეციალური წინსაფრები ეხმარება ტენიანობის შეწოვას და მშრალი კანის შენარჩუნებას.