სად შევიძინოთ?
ბავშვის კბილების ამოსვლა

როდის მივმართოთ პედიატრს

კბილების ამოსვლისას ღელვა არ არის საჭირო. თუმცა შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზები, რისთვისაც უნდა მიმართოთ პედიატრს.

ბავშვი ექიმთან

პედიატრების უმრავლესობა ყოველი კონსულტაციისას დაგისვამთ კითხვებს ბავშვის კბილების ამოსვლის თაობაზე

კბილების ამოჭრა არის პროცესი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი ბავშვი უფრო გაღიზიანებულია და ოდნავ აქვს მომატებული ტემპერატურა, დაეხმარეთ მას ტკივილისა და დისკომფორტის მოხსნაში

სარძევე კბილების ამოჭრა ასოცირებულია ტემპერატურის მომატებასთან, თუმცა ცხელებასთან - არა.  თუ ბავშვს ცხელება აქვს, მიზეზი შეიძლება სხვა იყოს, მაგ. ყურის ინფექცია ან სხვა დაავადება.  ამ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ პედიატრს.

კბილების ამოჭრა შეიძლება 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს. თუმცა ჩვეულებრივ ბავშვი ეჩვევა ამ შეგრძნებას და შემდგომი კბილების ამოჭრისას უკვე ისე ძლიერად არ რეაგირებს. 

დაახლოებით 3 წლის ასაკიდან თქვენი შვილი წელიწადში ორჯერ უნდა ნახოს სტომატოლოგმა კბილების რეგულარული შემოწმების მიზნით.