სად შევიძინოთ?
პროდუქცია პირის ღრუს წყლულებისათვის

სამეცნიერო ფაქტები ანაფტინის® შესახებ

პოლივინილპიროლიდონი (პვპ) და ჰიალურონის მჟავა ქმნის დამცავ აპკს პირის ღრუში. ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერა ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას ბუნებრივი გზით.

როგორ მუშაობს ანაფტინი®

Schematic drawing of lesion cover, protecting exposed nerve endings

1. ტკივილისგან სწრაფად დამცავი გარსი

ანაფტინი® მისი ინგრედიენტების - პოლივინილპიროლიდონის (PVP) და ჰიალურონის მჟავის მეშვეობით ფარავს წყლულს დამცავი გარსით. ეს გარსი იცავს აფთოზის მოშიშვლებულ ნერვულ დაბოლოებებს შემდგომი გაღიზიანებისგან, შესაბამისად, ამცირებს ტკივილს.
Schematic drawing of lesion cover, that supports sore healing

2. იარების ბუნებრივი საშუალებით განკურნება

ტკივილის შემაკავებელ ფარქვეშ ანაფტინის® უნიკალური ფორმულა ეხმარება ბუნერივი განკურნების პროცესს. ანაფტინის® ინგრედიენტები მუშაობს წყლის შეკავშირებით და ქმნის გარემოს, რომელიც ეხმარება დაზიანებულ ქსოვილს აღდგენაში. ალოე ვერა დამატებით ზრდის დამატენიანებელ ეფექტს და ხელს უწყობს გაღიზიანებული არეალის ჩაწყნარებასა და ჩაცხრობას.

ჰიალურონის მჟავის სტრუქტურა

ჰიალურონის მჟავის სტრუქტურა

ჰიალურონის მჟავა

ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს განკურნებას ლორწოვანი მემბრანის ჰიდრატაციის გზით, ამაგრებს ქსოვილის სტრუქტურას, ჭრილობის შეხორცებისა და ანთების პროცესში ჩართულია ქსოვილის აღდგენაში და უჯრედების მიგრაციასა და დიფერენციაციაში. დამატებით, ის ხელს უწყობს ქსოვილის გაჯანსაღებას ანთებითი რეაქციის აქტივაცია/შეკავებით და ეხმარება რე-ეპითელიზაციას ბაზალური კერატინოციტების პროლიფერაციის მეშვეობით.

ალოე ვერას გამოსახულება

ალოე ვერას გელი რეკომენდებულია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. 

ალოე ვერა

ალოე ვერა უკვე დიდი ხანია ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორც  ბუნებრივი საშუალება. სხვადასხვა კვლევები  გვაჩვენებს, რომ ამ მცენარეს აქვს სამკურნალო, კოსმეტიკური და კვებითი სარგებელი. ალოე ვერას გელს მრავალი და უნიკალური, სამედიცინო თვალსაზრისით ძვირფასი, თვისებები აქვს და მინიმალური გვერდითი მოვლენები ახასიათებს, ამიტომ იგი რეკომენდებულია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.