სად შევიძინოთ?
პროდუქცია პირის ღრუს წყლულებისათვის

როგორ გამოვიყენოთ ანაფტინის® პროდუქცია

ანაფტინი® გეხმარებათ პირის ღრუს მცირე დაზიანებების განკურნებაში. თუ გაწუხებთ სტომატიტი, ან ბრეკეტებითა და ცუდად მორგებული პროთეზით გამოწვეული პირის ღრუს დაზიანებები, ანაფტინს® შეუძლია ტკივილის შემსუბუქება და განკურნების პროცესის ხელშეწყობა.

Anaftin® Gel

როგორ გამოვიყენოთ ანაფტინი® გელი

  • გამოიყენეთ გელის ერთი ან ორი წვეთი დაზიანებული ადგილის სრულად დაფარვისათვის, მოერიდეთ აპლიკატორთან პირდაპირ კონტაქტს;
  • თუ დაზიანებული ადგილი ძნელი მისადგომია, უკეთესია გამოიყენოთ ანაფტინის სპრეი;
  • მოერიდეთ წამლით დამუშავებული ადგილის ენით შეხებას მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში, რათა გელმა შეძლოს დამცავი ფენის შექმნა და მაქსიმალურად მეტი გელი დარჩეს მტკივან ადგილზე;
  • დაახურეთ თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ;
  • გამოიყენეთ წამალი დღეში 3-4 ჯერ ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირად;
  • საუკეთესო შედეგისათვის მოერიდეთ ჭამასა და დალევას ანაფტინის® მოხმარებიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში ან ხელახლა გამოიყენეთ ჭამისა და დალევის შემდეგ.
ჩამოტვირთეთ გამოყენების ინსტრუქციები
Anaftin® Spray

როგორ გამოვიყენოთ ანაფტინი® სპრეი

  • პირველ გამოყენებამდე პროდუქტს მოხსენით თავსახური და დამცავი აპკის მოშორების შემდეგ, მიამაგრეთ აპლიკატორი;
  • მიმართეთ აპლიკატორი პირის ღრუს დაზიანებისკენ და შეაშხურეთ 3-ჯერ ან მეტჯერ - საჭიროების მიხედვით;
  • გრძელი აპლიკატორი საშუალებას იძლევა პროდუქტმა ეფექტიანად მიაღწიოს პირის ღრუს უკანა ნაწილში არსებულ დაზიანებებამდე;
  • გამოიყენეთ 3-4 ჯერ დღეში ან, საჭიროების შემთხვევაში, მეტჯერ;
  • საუკეთესო შედეგის მისაღებად მოერიდეთ ჭამასა და სმას ანაფტინის® მოხმარებიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, ან ხელახლა გამოიყენეთ ჭამის ან დალევის შემდეგ.
ჩამოტვირთეთ გამოყენების ინსტრუქციები