პირის ღრუს წყლულები

აფტოზის მკურნალობა

აფთოზის სიმპტომების შემცირება - ეს ისაა, რაც აფთოზით შეწუხებულ ადამიანთა უმრავლესობას სურს.

ახალგაზრდა ქალბატონი იტანჯება პირის ღრუს ტკივილისაგან.

დაზიანების სიხშირე და მასშტაბი განსაზღვრავს მკურნალობას. განმეორებად აფთოზს მკურნალობენ სხვადასხვა საშუალებებით. მათი უმრავლესობა მიმართულია ტკივილის მოხსნისკენ, გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროის შემცირებისა და შემდგომი ეპიზოდების პროფილაქტიკისკენ. პაციენტები ხშირად უჩივიან ძლიერ ტკივილს მაშინაც კი, როდესაც კლინიკური დათვალიერებით მხოლოდ და მხოლოდ 1-2 მმ დიამეტრის ზომის მცირე წყლული ვლინდება.

აფტოზის მკურნალობის ერთ-ერთი გამართლებული მეთოდია ანაფტინი®-ს მსგავსი ურეცეპტო საშუალებები.

ასეთი ურეცეპტო საშუალებები შესაძლოა მოიცავდეს:

  • პირის ღრუსთვის განკუთვნილ ბიოწებოვან ნივთიერებას, რომელიც წარმოქმნის დამცავ ფენას ტკივილის შესამცირებლად;
  • ტკივილგამაყუჩებელი.

გამოვლებებმა შესაძლოა დახმარება გაგვიწიოს, შეამციროს ბაქტერიული დატვირთვა, ამგავარად ჩააცხროს ანთება და შეამციროს მკურნალობის ხანგძლივობა.
მძიმე შემთხვევებისას უნდა დაუკავშრდეთ სტომატოლოგს ან მკურნალ ექიმს. შესაძლოა მან გამოგიწეროთ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი (კორტიკოსტეროიდის მსგავსი) ან ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში - ანტიბიოტიკი.

ახალგაზრდა ქალბატონი კარგად გრძნობს თავს

პირის ღრუს წყლულების რაოდენობის შემცირება შესაძლებელია სათანადო და ჯანსაღი უნარ-ჩვევებით.

მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს წყლულის ტკივილი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში იკლებს და იარაც მკურნალობის გარეშე იკურნება, არსებობს საკმაო მიზეზები იმისა, რომ განკურნების პროცესს დავეხმაროთ:

  • ტკივილის შემცირება პაციენტს თავს უკეთ აგრძნობინებს;
  • წყლულის დაფარვა ხელს უწყობს განკურნებას და უჯრედების რეგენერაციას, ასევე იცავს დასნებოვნებულ ადგილს ინფექციისგან.

პირის ღრუს წყლულების ძლიერი შეტევებისას, შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს:

  • სიცხე;
  • ფიზიკური ინერტულობა;
  • ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

ასეთ შემთხვევაში მიმართეთ სტომატოლოგს ან მკურნალ ექიმს.

მართალია, არ არსებობს პირის ღრუს წყლულებისაგან სამუდამოდ განკურნების საშუალება და ხშირად ისინი ხელახლა ვითარდება, მაგრამ შესაძლებელია მათი სიხშირის შემცირება პირის ღრუს სათანადო ჰიგიენით და ასევე:

  • პირის ღრუს გამაღიზიანებელი საკვებისგან თავის არიდებით, მათ შორის - მჟავე ან ცხელი/ცხარე კერძებისგან;
  • ჭამის შემდეგ კბილების რბილი ჯაგრისით გამოხეხვით და ყოველდღიურად ძაფით წმენდით., ეს პროცედურები დაიცავს პირის ღრუს საჭმლის ნარჩენებისგან, რომლებსაც წყლულის პროვოცირება შეუძლია.
ახალგაზრდა ქალბატონოი იცინის

კვლავ სიცილი : წლულზე დამცავი გარსის მოქმედებით ტკივილის შეჩერება ხდება სწრაფად და დიდხანს გრძელდება

ტკივილის გაყუჩების ძალიან სწრაფი მეთოდია წყლულის დაფარვა დამცავი გარსით: ანაფტინის® ფენა დაფარავს წლულზე მოშიშვლებულ ნერვულ დაბოლოებებს (აფთებს) შემდგომი გაღიზიანებისგან. პაციენტები აღნიშნავენ, რომ ტკივილის შემცირება თითქმის მყისიერად ხდება - მდგომარეობის გაუმჯობესებას 2 წუთზე ნაკლები დასჭირდა-, რადგან ტკივილი დაუამდათ. სწრაფ მოქმედებასთან ერთად, წყლულის დამცავი გარსით დაფარვას, ხაგრძლივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. ტკივილის გაყუჩების ეფექტი ანაფტინის® მეშვეობით საშუალოდ 5.5 საათს გრძელდება.

წყლულის დაფარვის სქემატური ნახაზი

აფთას დაფარვა ეხმარება ქსოვილს აღდგენაში.

ტკივილისგან დაცვის გარდა, დაზიანების მკურნალობისას ანაფტინის® ინგრედიენტები ( მაგ. ალოე ვერა და ჰიალურონის მჟავა) ეხმარება პირის ღრუს იარების განკურნებას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს შემდგომში ახალი წყლულების განვითარებისაგან დასაცავად.

პირის ღრუს აფთოზური წყლული შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს, თუმცა, როგორც წესი, საშიში არაა. იშვიათად პირის ღრუს წყლული შეიძლება მეორადად დაინფიცირდეს ბაქტერიით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეამჩნიოთ მომატებული ტკივილი ან სიწითლე, ან თავი ცუდად იგრძნოთ და ამას სიცხეც ახლდეს. მეორადი ბაქტერიული ინფექცია იშვიათია, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს ანტიბიოტიკით მკურნალობა.პირის ღრუს აფთოზური წყლული შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს, თუმცა, როგორც წესი, საშიში არაა. იშვიათად პირის ღრუს წყლული შეიძლება მეორადად დაინფიცირდეს ბაქტერიით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეამჩნიოთ მომატებული ტკივილი ან სიწითლე, ან თავი ცუდად იგრძნოთ და ამას სიცხეც ახლდეს. მეორადი ბაქტერიული ინფექცია იშვიათია, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს ანტიბიოტიკით მკურნალობა.

პირის ღრუს ყველა წყლული აფთოზური არაა. ზოგიერთ შეთხვევაში ისინი შეიძლება მიანიშნებდეს გარკვეულ დაავადებებზე. პირის სიმსივნეც კი შეიძლება დაიწყოს უჩვეულო წყლულით, რომელიც არ იკურნება. პირის ღრუს წყლულის შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს თუკი თქვენ გაქვთ:

  • უჩვეულოდ დიდი იარა;
  • ზომაში იზრდება/ვრცელდება;
  • გრძელდება 10 დღე და მეტი;
  • აუტანელი ტკივილი მიუხედავად იმისა, რომ თავს არიდებთ მაპროვოცირებელ საკვებს და იღებთ ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელს;
  • გეძნელებათ საკმარისი სითხის დალევა;
  • გაქვთ მაღალი სიცხე პირის ღრუს წყლულების განვითარებასთნ ერთად.

გთხოვთ, დაიმახსოვროთ: პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენით მრავალი პრობლემის არიდებაა შესაძლებელი, ხოლო სტომატოლოგთან რეგულარული გასინჯვა დაგეხმარებათ სერიოზული დაავადებების პრევენციაში, რომელთა მკურნალობა საკმაოდ მტკივნეულია.