სად შევიძინოთ?
პირის ღრუს წყლულები

ორალური ჰიგიენა

პირის ღრუ თქვენი სხეულის კარიბჭეა და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელად შეინარჩუნოთ მისი ლორწოვანი.

Artistic 3D Image of bacteria

ორალური ჰიგიენის მიზანია დაავადების გამომწვევი (პათოგენური) ბაქტერიების შემცირება.

პირის ღრუს ჯანმრთელობა იწყება სათანადო კვებით. მის ჯანმრთელობაზე საკვებს შეუძლია იმოქმედოს უარყოფითად ან დადებითად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიიღოთ საკმარისი სითხე და მაქსიმალურად თავიდან აირიდოთ ტკბილეული (კანფეტები, ჯემი, მზა ნაწარმი) და მჟავის შემცველი საკვები (ღვინო, ხილის წვენები).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარიბჭე

პირის ღრუ ორივესთან კონტაქტშია - სუნთქვისას ჰაერთან, და საჭმელთან - შესაბამისად მრავალი სახის მიკრობთან. მათი უმეტესობა უვნებელია და იმუნურ სისტემას ნორმალურ პირობებში შეუძლია მათი კონტროლი. თუმცა, პირის ღრუს სათანადო ჰიგიენის გარეშე ბაქტერიებს (გამრავლებას) შეუძლია ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ გამოიწვიოს ორალური ინფექციები.

კბილის ჯაგრისის და ძაფის ფოტოსურათი

კბილის ჯაგრისი, ძაფი კბილების ყოველდღიური მოვლისთვის და ინტერდენტალური ჯაგრისი

კბილების სათანადოდ გახეხვა თავისთავად აუცილებელია. ის აშორებს ნადებს და საჭმლის ნარჩენებს კბილების შიდა, გარე და საღეჭი ზედაპრებიდან. თუმცა ყველა როდი იხეხავს კბილებს სათანადოდ. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებს:

  • კბილის ჯაგრისის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ პატარათავიან და მოხერხებულ სახელურიან ჯაგრისს, რომელიც კომფორტულად თავსდება ხელში;
  • გაიხეხეთ კბილები ორჯერ დღეში, მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში ფტორის შემცველი კბილის პასტით;
  • იმოქმედეთ ნაზად - უხეშ ხეხვასა და გაცვეთილ კბილის ჯაგრისს ემალის დაზიანება შეუძლია.

კბილთაშორისი სივრცის გამოწმენდა შეგიძლიათ ძაფით ან ინტერდენტალური ჯაგრისით. მათი გამოყენება ძალიან მჭიდროდ ჩამწკრივებული კბილებისთვისაც შეიძლება. თუკი თქვენი სტომატოლოგი ან ჰიგიენისტი გირჩევთ კბილთაშორის ჯაგრისს, მას ასევე შეუძლია თქვენთვის შესაბამისი ზომის რეკომენდება.