სად შევიძინოთ?
პირის ღრუს წყლულები

აფთოზური სტომატიტი

სტომატიტი გავრცელებული დაავადება, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 20%-ს ემართება.

ტუჩი აფთოზური სტომატიტით

აფთოზური სტომატიტი არის ფართოდ გავრცელებული დაავადება. ხშირ შემთხვევაში დამცავი საფარველი ეხმარება ქსოვილის აღდგენას.

სტომატიტის სიმპტომები ვარირებს ოდნავ შემაწუხებელიდან ძლიერამდე, რომელიც მოქმედებს ჭამაზე, ყლაპვასა და ლაპარაკზე. გამომწვევ მიზეზებს ბოლომდე ვერ ხვდებიან, თუმცა ბევრი რამ მიგვანიშნებს იმუნურ სისტემაზე, როგორც სტომატიტის ძირითად ჩამრთავ მექანიზმზე. ვინაიდან სტომატიტის გამომწვევი უცნობია, საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.

აფთოზურ სტომატიტს მკურნალობენ რამდენიმე გზით. ყველაზე გავრცელებულია ტკივილის კონტროლი და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მკურნალობა, მტკივანი ადგილების სიხშირესა და სიდიდესთან ერთად, მიმართული უნდა იყოს სიმპტომების შემსუბუქებისკენაც. ხშირ შემთხვევაში დამცავ აპკს, როგორსაც ანაფტინი® გელი და ანაფტინი® სპრეი ქმნის, შეუძლია დაგვეხმაროს მოშიშვლებული ნერვული დაბოლოებების დაფარვითა და ქსოვილების აღდგენის ხელშემწყობი გარემოს შექმნით.

მორეციდივე და ძლიერი სტომატიტისა დროს კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ სტომატოლოგს ან მკურნალ ექიმს, სასურველია პირის ღრუს მკურნალ სპეციალისტს. მკურნალობისთვის შესაძლოა მოიაზრებოდეს სისტემური მედიკამენტები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ასევე, ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება სასარგებლო იყოს B ჯგუფის ვიტანიმინების, ფოლიუმის მჟავას ან რკინის დამატება.