ანაფტინი® ჯანმრთელობის სახელმძღვანელო

გაიუმჯობესეთ პირის ღრუს ჯანმრთელობა სტრესის შემცირებით

მრავალი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თავი სტრესის ქვეშ იგრძნოთ - სრული დატვირთვით მუშაობა, ხშირი მივლინებები, თქვენი და სხვების გაზრდილი მოლოდინი. სტრესის პასუხად, შაქრისა და ცხიმის რეზერვების მობილიზებისათვის, ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონები - ადრენალინი და ნორადრენალინი. ეს გზავნის დამატებით ენერგიას ჩონჩხის კუნთებში, ამავდროულად სხეულის სხვა სისტემები, ისეთები როგორიცაა იმუნური სისტემა, გამორთულია.

ქალბატონი სტრესულ სიტუაციაში

სტრესზე რეაქცია

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის ქვის ხანის გადმონაშთია. ჩვენი გენები ბოლო მილიონი წლის განმავლობაში 0.5%-ზე ნაკლებად შეიცვალა და კვლავ ისე ვიქცევით, როგორც ჩვენი მონადირე წინაპრები იქცეოდნენ აფრიკის პრერიებზე. იმ პერიოდში, სტრესული რეაქცია წარმოიშვებოდა მტაცებელთან შეხვედრისას და იწვევდა „შეებრძოლე ან გაიქეცი“ რეაქციას. სტრესული რეაქცია გამიზნულია სხეულის ექსტრაორდინალური დაძაბულობისთვის შესამზადებლად.

სტრეს-ფაქტორებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით, შეუძლა გამოიწვიოს მუდმივი განგაშის მდგომარეობა, ხშირად მოხსენიებული, როგორც „ქრონიკული სტრესი“. ქრონიკული სტრესის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სამუშაოს შესასრულებელი დროის სიმცირის აღქმაა. მართალია, ყოველდღიური საჭიროებები, როგორიცაა სამსახური და ოჯახური ვალდებულებები, შეიძლება ძალიან სტრესის მომგვრელი იყოს, თუმცა არ საჭიროებს ისეთი ჰორმონების მოზღვავებას, როგორიც ჩვენ წინაპრებს გადარჩენისთვის სჭირდებოდათ. დამატებით გამოყოფილ-დაგროვებულ ჰორმონებს, რომელთა დახარჯვა ვერც ვინმესთან ჩხუბით და ვერც გაქცევით ვერ ხდება, შეუძლია გამოიწვიოს იმუნური, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციური დარღვევა.

ერთ-ერთი სიპტომი შეიძლება იყოს აფთოზი - პირის ღრუს წყლულები, რომლებიც უვნებელია, მაგრამ მტკივნეული.

როგორ შევამციროთ სტრესი

ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი სტრეს-ფაქტორების შესამცირებლად . პირველი - ავიცილოთ სტრესული სიტუაციები, სადაც კი ეს შესაძლებელია: ისწავლეთ უარის თქმა იმაზე, რისი გაკეთებაც არ გინდათ. ასევე, ისწავლეთ კალენდრის გამოყენება აუცილებელი საქმეების დასაგეგმად და შესახსენებლად და ასეევე, ძლიერი დატვირთვის შემდეგ დასვენებების ჩასანიშნად.

მეორე ვარიანტია, შევამციროთ სტრესის ფაქტორები სტრესული სიტუაციების მართვის შესწავლით. სტრესის საუკეთესო „მკვლელი“ სათანადო ვარჯიშია, რადგან ფიზიკური დატვირთვა ეხმარება სხეულს შეამციროს ის დამატებითი ენერგიის რეზერვები, რომლებიც სტრესული რეაქციისას წარმოიქმნა. თუკი თავს ყოველდღიური რუტინისგან გადატვირთულად იგრნობთ, ხანმოკლე ყურადღების გადატანასაც კი შეუძლია პანიკის შეგრძნების ჩახშობა. გამოყავით მომენტები თქვენთვის სასიამოვნო რამის საკეთებლად, შემდეგ დაუბრუნდით ისევ საქმეს. თავს იგრძნობთ გამოცოცხლებულად და უკეთ გაუმკლავდებით დარჩენილი დღის განრიგს.

უფრო სერიოზულ პრობლემების შემთხვევაში, დაყავით იგი მის შემადგენელ ნაწილებად, რაც გაგიადვილებთ პატარა „ქვეპრობლემებისთვის“ გამოსავლის პოვნას. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ გჭირდებათ რელაქსაციის პერიოდები. ალბათ ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, რაც კი შეგიძლიათ გადადგათ, არის პროფესიული და პირადი ცხოვრების მკვეთრი გამიჯვნა. შაბათ-კვირის განმავლობაში თქვენ უნდა კონცენტრირდეთ დასვენებაზე, რელაქსაციაზე და მოიტოვოთ საქმიანი ზარები და ელექტრონული წერილები ორშაბათისთვის.