სად შევიძინოთ?
პირის ღრუს წყლულები

აფთები

წყლულები ხშირად ჩნდება, როგორც თეთრი ლაქა პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული.

თეთრი ლაქები პირის ღრუში

აფთოზური სტომატიტი ხშირად ჩნდება ტუჩების შიდა მხარეს

წყლულები შესაძლოა იყოს მრგვალი ან ოვალური ფორმის და გაჩნდეს პირის ღრუს თითქმის ყველა წერტილში: ტუჩების შიდა მხარეს, სასაზე, ენაზე და მის გარშემო. აფთების კიდე ხშირად შემოსაზღვრულია წითელი, ანთებითი რკალით. მიუხედავად იმისა, რომ აფთა ხშირად მცირე ზომისაა, შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და ხელს უშლიდეს ყოველდღიურ ცხოვრებას.

სტომატიტი უაღრესად ინდივიდუალურია, განსხვავდება ზომით, რაოდენობითა და მდებარეობით. განკურნების პერიოდი მერყეობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე და დრო წყლულების გაჩენის ეპიზოდებს შორის ასევე შესაძლოა იყოს დღეები ან თვეები. ჩვეულებრივ, აფთები აღინიშნება 7-14 დღის განმავლობაში და პაციენტების ნახევარში ხელახლა ვითარდება ყოველ 3 თვეში. წყლულების გამომწვევი მიზეზი უცნობია, წყლულებს პირის ღრუს ადგილობრივ ტრავმასაც უკავშირებენ (ბრეკეტები, კბილის პროთეზები). ასევე ზოგიერთი პროდუქტის მიღებასა და სტრესს.

განმეორებითი სტომატიტის მქონეთა დაახლოებით 40%-ს მემკვიდრეობაშიც უვლინდებათ მათი არსებობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს გენეტიკური განწყობა.

პირის ღრუს წყლულები შეიძლება ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს. არსებობს სისტემური დაავადებები, რომელთა სიმპტომები გამოიხატება პირში წყლულებით.

ხშირი და განმეორებითი აფთოზური სტომატიტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

პირის ღრუს წყლულში მოშიშვლებული ნერვული დაბოლოებების სქემატური ნახაზი.

აფთოზით გამოწვეული ტკივილი: ნერვული დაბოლოებები ექვემდებარება გარემოს ზემოქმედებას.

აფთოზური სტომატიტის მთავარი სიმპტომები მოიცავს წვის, ქავილის ან დასუსხვის შეგრძნებებს და ტკივილს პირის ღრუში. ხშირად ეს სიმპტომები უარესდება ლაპარაკის, ჭამისა და სმისას - განსაკუთრებით, ცხელი და ცხარე საჭმლის და მჟავე სითხეების მიღებისას. ეს ყოველივე დაკავშირებულია პირის ღრუს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებთან. ნორმაში ისინი სიღრმეში მდებარეობს და კარგადაა დაცული, მაგრამ აფთების დროს პირდაპირ კონტაქტში იმყოფება გამღიზიანებელ ფაქტორებთან.

პირის ღრუს ტკივილი ყველაზე ძლიერია წყლულის ჩამოყალიბების მომდევნო დღეს და განკურნების პროცესთან ერთად ნელ-ნელა მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში ლაპარაკი და ღეჭვა არაკომფორტულია. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ტკივილსა და წვის შეგრძნებას წყლულის ჩამოყალიბებამდე 1 - 2 დღით ადრე. დაზიანების ზომისგან დამოუკიდებლად არაპროპორციულად ძლიერი ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 4-დან 7 დღემდე.

არსებობს სტომატიტის სხვადასხვა ტიპი:

  • მცირე აფთოზური წყლულები არის აფთების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი, გვხვდება 70-85%-ში, ზომით პატარებია (1 სმ-მდე), მრგვალი ან ოვალური ფორმის, შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუს ქვედა ზედაპირზე, ენის ქვედა მხარეს, ლოყების შიგნით და ხახაში. შესაძლოა ერთდროულად 1-5 აფთა გაჩნდეს და 4-14 დღეში გაქრეს. 
  • დიდი აფთოზური წყლულები უფრო ღრმა და უფრო დიდი ზომისაა (1 სმ-ზე მეტი) გვხვდება დაახლოებით 10%-ში და ჩნდება ტუჩებზე, რბილ სასასა და ხახაზე. გავლენას ახდენდეს ყლაპვასა და ჭამაზე. გამოხატულია უფრო ხანგრძლივად (6 კვირაზე მეტი) და შეიძლება ნაწიბურიც კი დატოვოს. საჭიროებს სტომატოლოგის ან ექიმის გასინჯვას.
  • ჰერპეტიფორმული წყლულები 1-10 %-ში გვხვდება და ხასიათდება მცირე, ღრმა და მკივნეული მრავლობითი აფთების აფეთქების რეციდივებით. შესაძლოა ერთდროულად 100-მდე პატარა აფთა (2-3 მმ) გაჩნდეს და გადაიზარდოს დიდი ზომის აფთებში არაფორმულირებული კონტურით.

აფთოზური სტომატიტის გამომწვევი მიზეზები გაურკვეველია, თუმცა მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს:

ახალგაზრდა ქალბატონი სტრესულ მდგომარეობაში

ფსიქიკური სტრესი მჭიდროდ არის დაკავშირებული განმეორებითი აფთოზური სტომატიტის ეპიზოდებთან. ქალებში განმეორებითი აფთოზური სტომატიტი შეიძლება ემთხვეოდეს მენსტრუაციას.

პირის ღრუს ტრავმები: ბრეკეტებს, პროთეზებს, გატეხილ კბილს, კბილების უხეშ ხეხვასა და შემთხვევით კბენასაც კი შეუძლია სტომატიტის პროვოცირება.

გენეტიკური ფაქტორი: რეციდიული აფთოზური სტომატიტი გავრცელებული ზოგ ოჯახში.

მგრძნობელობა საკვებზე: ცხარე, მჟავე საკვებს შეუძლია წყლულების გამოწვევა.

სტრესი და ნერვიულობა: ფსიქიკური სტრესი უფრო მჭიდრო კავშირშია განმეორებითი აფთოზურისტომატიტის  ეპიზოდებთან, ვიდრე ფიზიკური.
ქალებში განმეორებითი აფთოზური სტომატიტი შეიძლება ემთხვეოდეს მენსტრუაციას.  ასევე, სტუდენტებში აკადემიური დატვირთვით გამოწვეული სტრესი შეიძლება იყოს  განმეორებითი აფთოზური სტომატიტის სიხშირის ზრდის გამომწვევი ფაქტორი.

კვების დეფიციტი: დაუბალანსებელ კვებას, ასევე ზოგიერთ მეტაბოლურ მდგომარეობას შეუძლია წყლულების პროვოცირება.

ინფექცია: პირის ღრუს ან ორგანიზმის სხვა ინფექციებს შეუძლია დაასუსტოს იმუნური სისტემის წყლულებთან გამკლავების უნარი, რის გამოც ხანგრძლივდება და ძლიერდება წყლულის პრობლემა.

ზოგ სისტემურ დაავადებას, როგორიცაა Behcet სინდრომი, შიდსი, PFAPA სინდრომი და საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ასევე ახასიათებს პირში წყლულები.

ხშირი და განმეორებითი აფთოზური სტომატიტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.