სად შევიძინოთ?
პირის ღრუს წყლულები

სტომატიტისა და პირის ღრუს დაზიანებების მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში

აფტოზისგან თავიდან არიდება ბავშვებსა და თინეიჯერებშიხანდახან შეუძლებელია, თუმცა ზოგჯერ პირის ღრუს დაზიანებების პრევენცია შესაძლებელია.

გოგონა ბრეკეტებით

ბრეკეტებს პირის ღრუს მცირე დაზიანებების   გამომწვევა შეუძლია თინეიჯერებში

ბავშვებს, რომლებიც ცუდად მორგებულ ბრეკეტებს ატარებენ, ხშირად უვითარდებათ მცირე დაზიანებები და წყლულები. ისინი გამოწვეულია ღრძილებისა და ტუჩების მუდმივი ხეხვით. ასეთი მტკივანი ადგილების მკურნალობა ძნელია, რადგან ბრეკეტები განაგრძობს დაზიანებულ ადგილებთან ხახუნს. ბრეკეტების მორგების გაუმჯობესებისთვის ან თუ შესაძლებელია, ბრეკეტის წვეტიანი კიდეების მოსაგლუვებლად მიმართეთ სტომატოლოგს ან ორთოდონტს და აუცილებლად უმკურნალეთ დაზიანებულ არეებს, რათა მოხდეს ქსოვილის რეგენერაცია, ტკივილის შემსუბუქება და დაზიანებული არის დაცვა ინფექციისგან.