პირის ღრუს წყლულები

აფთები

აფთები ხშირად ჩნდება, როგორც თეთრი ლაქა პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული.

თეთრი ლაქები პირის ღრუში

აფტოზი ხშირად ჩნდება ტუჩების შიდა მხარეს

აფთები ჩვეულებრივ აზიანებს პირის ლორწოვანს, მაგრამ არა - მის ქვეშ არსებულ ძვლებს. აფთები შესაძლოა იყოს მრგვალი ან ოვალური ფორმის და გაჩნდეს პირის ღრუს თითქმის ყველა წერტილში: ტუჩების შიდა მხარეს, სასაზე, ენაზე და მის გარშემო. აფთების კიდე ხშირად შემოსაზღვრულია წითელი, ანთებითი რკალით. მიუხედავად იმისა, რომ აფთა ხშირად მცირე ზომისაა, შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული და ხელს უშლიდეს ყოველდღიურ ცხოვრებას.

რომლებიც შემგომ გადაიზრდება მსუბუქი ნაცრისფერი (რუხი) გარსით დაფარულ წყლულებში და შემოსაზღვრულია წითელი რკალით. აფთები უაღრესად ინდივიდუალურია, განსხვავდება ზომით, რაოდენობითა და მდებარეობით. განკურნების პერიოდი მერყეობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე და დრო წყლულების გაჩენის ეპიზოდებს შორის ასევე შესაძლოა იყოს დღეები ან თვეები, ხშირ შემთხვევაში აფთები გამოხატულია 4-7 დღე და ხელახლა იჩენს თავს 2-6 ჯერ წელიწადში. აფთების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, თუკი აფთა ნარჩუნდება 10 დღეზე მეტ ხანს ან ფართოვდება, უნდა მიაკითხოთ სტომატოლოგს ან ექიმს. აფთები შეიძლება ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს.

განმეორებითი აფთების მქონეთა დაახლოებით 40%-ს მემკვიდრეობაშიც უვლინდებათ მათი არსებობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს გენეტიკური განწყობა. ამას გარდა, არსებობს აფთების განვითარების რამდენიმე რისკის ფაქტორი და მათგან ბევრი დაკავშირებულია სტრესთან. აფთებს ადგილობრივ ტრავმასაც უკავშირებენ. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს სტომატოლოგიური ჩარევით, ბასრი ზედაპირის მოქმედებით, როგორიცაა გატეხილი კბილი, და/ან კბილის უხეში ხეხვით.

პირის ღრუს წყლულში მოშიშვლებული ნერვული დაბოლოებების სქემატური ნახაზი.

აფთოზით გამოწვეული ტკივილი: ნერვული დაბოლოებები ექვემდებარება გარემოს ზემოქმედებას.

ოზის მთავარი სიმპტომები მოიცავს წვის, ქავილის ან დასუსხვის შეგრძნებებს და ტკივილს პირის ღრუში. ხშირად ეს სიმპტომები უარესდება ლაპარაკის, ჭამისა და სმისას - განსაკუთრებით, ცხელი და ცხარე საჭმლის და მჟავე სითხეების მიღებისას. ეს ყოველივე დაკავშირებულია პირის ღრუს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებთან. ნორმაში ისინი სიღრმეში მდებარეობს და კარგადაა დაცული, მაგრამ აფთების დროს პირდაპირ კონტაქტში იმყოფება გამღიზიანებელ ფაქტორებთან.

პირის ღრუს ტკივილი ყველაზე ძლიერია წყლულის ჩამოყალიბების მომდევნო დღეს და განკურნების პროცესთან ერთად ნელ-ნელა მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში ლაპარაკი და ღეჭვა არაკომფორტულია. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ტკივილსა და წვის შეგრძნებას წყლულის ჩამოყალიბებამდე 1 - 2 დღით ადრე. დაზიანების ზომისგან დამოუკიდებლად არაპროპორციულად ძლიერი ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 4-დან 7 დღემდე.

არსებობს აფთოზური წყლულის სხვადასხვა ტიპი:

  • მცირე აფთოზური წყლულები <8 მმ-ზე ნაკლები ზომის (ძირითადად 2 დან 3 მმ-მდე) შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუს ქვედა ზედაპირზე, ენის ქვედა მხარეს, ლოყების შიგნით და ხახაში. ეს არის აფთების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი;
  • დიდი აფთოზური წყლულები უფრო ღრმა და ფართოა (1 სმ-ზე მეტი) და გამოხატულია უფრო ხანგრძლივად (კვირეებიდან თვემდე), ვიდრე პატარა აფთები. დიდი აფთები გვხვდება დაახლოებით 10%-ში და ჩნდება ტუჩებზე, რბილ სასასა და ხახაზე. შეიძლდება მას ახლდეს მაღალი ტემპერატურა და გავლენას ახდენდეს ყლაპვასა და ჭამაზე. ამ შემთხვევაში საჭიროა გასინჯვა სტომატოლოგის ან ექიმის მიერ.

სხვა ფორმები უფრო იშვიათია.

აფთოზის გამომწვევი მიზეზები გაურკვეველია, თუმცა გარკვეულ პირობებში ის ჩნდება უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ. მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს:

ახალგაზრდა ქალბატონი სტრესულ მდგომარეობაში

სტრესი გავლენას ახდენს ჩვენ ჰორმონულ სისტემაზე და ხელს უწყობს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა მაგალითად არაჯანსაღი კვება

სტრესი: ცხოვრების სტრესულ პერიოდებში შეიძლება დაირღვეს ჰორმონების ბალანსი, გარდა ამისა, სტრესულ სიტუაციაში, ხშირად მიდრეკილნი ვართ არარეგულარული და არაჯანსაღი კვებისკენ.

ინფექცია: პირის ღრუს ან ორგანიზმის სხვა ინფექციებს შეუძლია დაასუსტოს იმუნური სისტემის წყლულებთან გამკლავების უნარი, რის გამოც ხანგრძლივდება და ძლიერდება წყლულის პრობლემა.

მცირე ტრავმები: მცირე დაზიანებებს, მაგალითად, შემთხვევით კბენას, ასევე შეუძლია აფთოზის პროვოცირება.

ალერგიული რეაქცია: ზოგიერთ შემთხვევაში პირის ღრუს განმეორებითი წყლულები შეიძლება ალერგიული რეაქციის გამოხატულება იყოს. შესაძლო ალერგენები მოიცავს ზოგიერთ საჭმელს (მაგალითად: შოკოლადს, ყავას, მარწყვს, კვერცხს, ნიგოზს, პომიდორს, ყველს და ძალიან მჟავე საჭმელს), კბილის პასტებსა და პირის ღრუს სავლებებს.

ქიმიოთერაპია: ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტებს იმუნიტეტი შესუსტებული აქვს, რამაც შეიძლება გაზარდოს აფთოზის რისკი.