პირის ღრუ თქვენი სხეულის კარიბჭეა და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელად შეინარჩუნოთ მისი ლორწოვანი.
ორალური ჰიგიენის მიზანია დაავადების გამომწვევი (პათოგენური) ბაქტერიების შემცირება.
პირის ღრუს ჯანმრთელობა იწყება სათანადო კვებით. მის ჯანმრთელობაზე საკვებს შეუძლია იმოქმედოს უარყოფითად ან დადებითად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მიიღოთ საკმარისი სითხე და მაქსიმალურად თავიდან აირიდოთ ტკბილეული (კანფეტები, ჯემი, მზა ნაწარმი) და მჟავის შემცველი საკვები (ღვინო, ხილის წვენები).
პირის ღრუ ორივესთან კონტაქტშია - სუნთქვისას ჰაერთან, და საჭმელთან - შესაბამისად მრავალი სახის მიკრობთან. მათი უმეტესობა უვნებელია და იმუნურ სისტემას ნორმალურ პირობებში შეუძლია მათი კონტროლი. თუმცა, პირის ღრუს სათანადო ჰიგიენის გარეშე ბაქტერიებს (გამრავლებას) შეუძლია ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ გამოიწვიოს ორალური ინფექციები.
კბილის ჯაგრისი, ძაფი კბილების ყოველდღიური მოვლისთვის და ინტერდენტალური ჯაგრისი
კბილების სათანადოდ გახეხვა თავისთავად აუცილებელია. ის აშორებს ნადებს და საჭმლის ნარჩენებს კბილების შიდა, გარე და საღეჭი ზედაპრებიდან. თუმცა ყველა როდი იხეხავს კბილებს სათანადოდ. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებს:
კბილთაშორისი სივრცის გამოწმენდა შეგიძლიათ ძაფით ან ინტერდენტალური ჯაგრისით. მათი გამოყენება ძალიან მჭიდროდ ჩამწკრივებული კბილებისთვისაც შეიძლება. თუკი თქვენი სტომატოლოგი ან ჰიგიენისტი გირჩევთ კბილთაშორის ჯაგრისს, მას ასევე შეუძლია თქვენთვის შესაბამისი ზომის რეკომენდება.