პირის ღრუს წყლულები

პირის ღრუს მცირე დაზიანებები

პირის ღრუს მცირე დაზიანებებს შესაძლოა მრავალი გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს.

ბრეკეტებიანი ქალბატონის პირის ღრუ

ცუდად მორგებულ ბრეკეტებს პირის ღრუში დაზიანებების გამოწვევა შეუძლია

პირის ღრუს წყლულის კიდევ ერთი სახეა მცირე დაზიანებები. ისინი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემთხვევით კბენით, თუმცა, უფრო ხშირად დაკავშირებულია ბრეკეტებით ან სხვა კბილის მარეგულირებელი მოწყობილობითა და პროთეზით გამოწვეულ მცირე ტრამვებთან.

ბრეკეტები, როგორ წესი, მტკივნეულია იმ დღეს, როცა მათ ამჭიდროვებენ, შემდეგ ტკივილი მალე ქრება. ბრეკეტებს წყლულების გამოწვევაც შეუძლია - მაგალითად პირის წინა ნაწილში, სადაც ის ლორწოვან გარსს ფხაჭნის . ასეთ შემთხევაში პრობლემის გამომწვევი ბრეკეტის ნაწილზე დასაფარად სტომატოლოგს ან ორთოდონტს შეუძლია მოგცეთ გამჭვირვალე ცვილი. დაზიანებული ადგილის დამუშავება დაეხმარება განკურნებას და უჯრედების რეგენერაციას, მოხსნის ტკივილს და დაიცავს დაზიანებულ ადგილს ინფექციისგან.

ხანდაზმულებისათვის:

პროთეზის ცუდად მორგება მის მომხმარებლებში გავრცელებული პრობლემაა, რომელიც იწვევს ტკივილს. ტკივილი პირდაპირ კავშირშია პროთეზის მორგებასთან. თუ პროთეზი მჭიდროდ ზის ღრძილზე და არ დაცურავს აქეთ-იქით, მაშინ ის არც ტკივილს იწვევს. თუმცა, როდესაც პროთეზი ღრძილების ხეხვას იწყებს, ამას მოსდევს დაზიანება და შესიება. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია პროთეზის ტარება შეუძლებელი გახდეს. ცუდად მორგებული პროთეზით გამოწვეული ტკივილის გამო მოსალოდნელია, რომ ხანდაზმულებმა ნაკლები მიირთვან ან უპირატესობა რბილ საკვებს მიანიჭონ.